"საჰაერო სისტემა, რომელიც შევიძინეთ, ყველაზე თანამედროვე და ახალია“

  01:53:09     23-06-2015

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა საფრანგეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა. 

„სისტემა, რომელიც შევიძინეთ ფრანგული კომპანიისგან არის ყველაზე თანამედროვე, ახალი, ნატოსთან თავსებადი საჰაერო სისტემა. ხელშეკრულება მთლიანად საჰაერო თავდაცვითი სისტემის განვითარებას გულისხმობს. ეს არ არის იმ შეთანხმების ტიპი, რომელიც თავიდან იგეგმებოდა. პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ხელი ამ დროისთვის პირველ კომპონენტს აქვს მოწერილი, ხოლო მეორეს ივნისის ბოლოს მოეწერება“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.