"თბილისი ჩემი ტკივილია" — ემიგრანტის თვალით დანახული ტრაგედია
22:43:28     22-06-2015
"პრესა.ჯი"-მ უკვე გაგაცნოთ სიმღერა, რომელიც ემიგრანტებმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძვნეს, დღეს კი გაგაცნობთ თქვენთვის უცნობ ერთ-ერთ მხატვარს — ეკატერინე სიხარულიძეს, რომელიც ამჟამად ბარსელონაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.
ეკატერინე სიხარულიძე დაიბადა 1972 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში, ჰყავს ორი შვილი - გიორგი და ნინო, ასევე შვილიშვილები, რომლებითაც ძალიან ამაყობს. თვითნასწავლი მხატვარი საქართველოდან ოჯახის დასახმარებლად გაემგზავრა, თუმცა მისი მონატრება სამშობლოსადმი მძაფრია.
"თბილისი ჩემი ტკივილია, ჩემი სუნთქვა, ჩემი სისხლი და ხორცი, ყოველი გოჯი მიწისა ჩემი სულის ყივილია", — განუცხადა ქ-ნმა ეკატერინემ "პრესა.ჯი"-ს.
13 ივნისის სტიქია ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, მათ შორის ემიგრანტებისთვისაც. ამ ტკივილის გადმოსაცემად ეკატერინე სიხარულიძემ შექმნა ნახატი. როგორც შემოქმედი აღნიშნავს, ივლიტა ჯიბუტი მისი ახლო ნათესავი იყო, ის გარდაცვლილს მხიარულ და ნაზ ადამიანად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მისი თვალებით გადმოსცა მთელი ქვეყნის ტრაგედია.
"ეს სულის შემძვრელი ამბავი 14-ში გავიგე, რამაც მიწასთან დამცა, ეს დიდი განსაცდელია მთელი საქართველოსთვის და ჩვენთვის ორმაგად მტკივნეულია, რასაც აქედან განვიცდით.
ივლიტა ძალიან მხიარული და ნაზი სულის ადამიანი იყო, მის სახეზე ყოველთვის ღიმილი იხატებოდა. ამჯერად ეს სტიქია მისი თვალებით მინდა დაგანახოთ", — ამბობს ემიგრანტი.
ეკატერინე სიხარულიძე დიდ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.
იხილეთ ემიგრანტის ნახატი, რომელიც გარდაცვლილთა ხსოვნას მიუძღვნა და ასევე მისი სხვა ნამუშევრები: