სოსანაშვილის ადვოკატი: ეს არის თითიდან გამოწოვილი, დაზუსტებული ბრალი

  17:45:57     22-06-2015

“დღემდე სახელმწიფო ბრალდებას მოტივი არ გააჩნია. ეს არის თითიდან გამოწოვილი, დაზუსტებული ბრალი”,- ასე გამოეხმაურა „პრესა.ჯი“- სთან იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის გია სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს.

პროკურატურაში განაცხადეს, რომ „გიორგი სოსანაშვილის მიერ 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული პირდაპირ უკავშირდებოდა იური ვაზაგაშვილის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას და მიმართული იყო მისი შეწყვეტისკენ“.

„პრესა.ჯი“: პროკურატურამ სოსანაშვილს ბრალი დაუმძიმა რას იტყვით პროკურატურის დღევანდელ განცხადებაზე?

- გია სოსანაშვილი სრულიად უდანაშაულოა, რაც არ უნდა ყოფილიყო და რანაირადაც არ უნდა დაეზუსტებინათ ბრალი, ჩემი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეფასება იქნება შემდეგი, რომ პროკურატურამ თითიდან გამოწოვილი განცხადება გააკეთა. სოსანაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია და აქედან გამომდინარე ველოდებით სასამართლოს დაწყებას და სასამართლოზე მგონი დავადგენთ სიმართლეს. სახელმწიფო ბრალდებას მოტივი არ გააჩნია. წინასასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. გამოყვეს არსებითი საქმიდან 236-ე მუხლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, რომელიც არსებითი განხილვა მიდიდა გორში. ეს ემსახურებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოქცეულია ჩიხში, ვერ ადასტურებს იმ აპელირებას რასაც აპელირებს, რომ მეორე დნმ-ს კვალია, აქედან გამომდინარე, ჩემი ვარაუდით საქმე გორში უნდა შეწყდეს, ვინაიდან არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია ბრალდებას, რომ აღნიშნული ხელყუმბარები ეკუთვნის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს.

- ამას წინათ პროკურატურას ბრალის გადაკვალიფიცირების მოთხოვნით მიმართეთ, როგორც ჩანს, თქვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რატომ ითხოვდით გადაკვალიფიცირებას?

- ჩემი აზრით, გამოძიება არა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის 109-ე მუხლით, არამედ 108-ე მუხლით უნდა გაგრძელდეს, რადგან ბრალდება არასწორი კვალიფიკაციით არის შერაცხული. კერძოდ, 109-ე მუხლის "გ" ქვეპუნტს ეხება, რაც არის დამამძიმებელ გარემოებაში ადამიანის განზრახ მკვლელობა იმ საშუალებებით, რაც საფრთხეს უქმნის სხვათა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ამ კონკრეტულ საქმეში აღნიშნულ ბრალდებებს არანაირი ადგილი არ აქვს, თუმცა, როგორაც არ უნდა შეიცვალოს კვალიფიკაცია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცნობს თავს დამნაშავედ