მცირეწლოვანი ბიჭების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კახეთში მამაკაცი დააკავეს

  09:03:08     22-06-2015

კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში სამართალდამცველებმა ორი არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო. 141-ე მუხლის თანახმად, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.