16 წლის შვილის მიერ ყელგამოჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა
21:55:31     20-06-2015
16 წლის ახალგაზრდა, რომელმაც თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა #29-ში საკუთარ დედას ყელი გამოჭრა, პოლიციაშია გადაყვანილი.
46 წლის ქალბატონს კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
როგორც "პრესა.ჯი"-ს საავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"პაციენტის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, კლინიკაში ის კონტაქტურ მდგომარეობაში შემოვიდა, ის დაუყოვნებლივ იქნა ქირურგიულ განყოფილებაში, საოპერაციოდ გადაყვანილი. ქალბატონს არტერია კომპრესირებით ჰქონდა შეჩერებული".
მკვლელობის მცდელობა დედა-შვილს შორის შეკამათებას უკავშირდება.
ცოტა ხნის წინ, ახალგაზრდა მამაკაცმა დედას ყელი გამოსჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები და მაშველები, რომლებმაც მას მე-11 სართულიდან გადახტომის საშუალება არ მისცეს და სახლთან სპეციალური საჰაერო ბალიში გაშალეს.
იხილეთ შს სამინისტროს განცხადება:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1969 წელს დაბადებულ ნათია ს-ს ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი).