ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედა დაჭრა

  19:21:24     20-06-2015

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"ქალი გარდაცვლილი არ არის. ის დაჭრილია და სხეულის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებენ შსს-ში. დაჭრილს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილს, სავარაუდოდ, უფროს შვილთან შეკამათება მოუვიდა.

"დაჭრილს ორი შვილი ჰყავს, მათ შორის ერთი 4 წლის. სწორედ უმცროსი შვილისგან ვიცი, რომ უფროს შვილს მოუვიდა შეკამათება დედასთან და ყელში დაჭრა", - განაცხადა ერთ–ერთმა მეზობელმა.

შვილმა, რომელიც დედის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობა და მეთერთმეტე სართულიდან გადმოხტომა, თუმცა, სამართალდამცავებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.