თავდაცვის მინისტრი მაშველის დაკრძალვას დაესწრო

  16:49:32     20-06-2015

მეხანძრე-მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დღეს დაკრძალეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული მაშველის ხსოვნას პატივი მიაგო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. 

ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის (სიკვდილის შემდეგ) "სამოქალაქო თავდადების" მედლით დააჯილდოვა.