CBW: ქეთი მელუა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ლონდონში კონცერტს გამართავს
17:05:01     19-06-2015
მომღერალი ქეთი მელუა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზრალებულთა დასახმარებლად ლონდონში საქველმოქმედო კონცერტის გამართვას გეგემავს. ამის შესახებ Caucasian Business Week იუწყება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საქველმოქმედო კონცერტი 21 ივნისს გაიმართება და შემოსული თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდში გადაირიცხება.
გარდა ამისა, CBW-ის ცნობით, 26 ივნისს ქეთი მელუა და მისი მეგობრები უმასპინძლებენ გამოფენას, სადაც გაიყიდება ქართული კერძები, ღვინო და სუვენირები. შემოსული თანხა ასევე თბილისში გადაირიცხება.
თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებთ, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულთაგან, ცხოველთა ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი - მოკლეს.