
კომპანია „RMG“ სტიქიით დაზარალებულებს 1 მილიონი ლარით დაეხმარება
11:30:40     19-06-2015
„პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებთ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ვუთანაგრძნობთ ყველა დაზარალებულს, თანაგრძნობას და პატივისცემას გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავდაუზოგავად იმუშავა სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად. კომპანია „Rich Metals Group“-ი გამოყოფს ფულად დახმარებას 1 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება“ - ნათქვამია კომპანია „RMG“-ის განცხადებაში.