დიდ დიღომში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს

  00:06:47     19-06-2015

დიდ დიღომში 25 წლამდე ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა მესამე მიკრო რაიონში, 192-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ახალგაზრდას ჭრილობები ქვედა კიდურებზე აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ოპერაცია უტარდება. მისი მდგომაროება სტაბილურია.

რა გახდა იცნიდენტის მიზეზი უცნობია, თვითმხილველებს სხვადასხვა ვერსია აქვთ. ერთის მტკიცებით, ახალგაზრდას უბნელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. არსებობს მოსაზრება, რომ დაზარალებულს ჭრილობები დანით მიაყენეს, რის შემდეგაც მისი მისამართით გასროლა მოხდა. 

მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.