მოდერნიზებული ვერტმფრენები ამერიკული არმიისათვის
09:57:00     18-03-2011
აშშ-ის არმია 368 მოდერნიზებული, მრავალფუნქციური ვერტმფრენის “Bell OH-58F Kiowa Warrior” – ის შესყიდვას აპირებს. ამის შესახებ “Defense Aerospace” იტყობინება.
ამ დროისათვის, მოძველებული ვერტმფრენის “OH-58D” – ის მოდერნიზაცია დასრულდა, F ვერსიამდე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველი გაუმჯობესებული ვერტმფრენის ჰაერში გაშვება 2012 წელს იქნება შესაძლებელი.
ამერიკელი სამხედროების გათვლებით, მოდერნიზებული “OH-58F” – ის გამოყენება 2025 წლამდე მოხერხდება. გაუმჯობესებული პაკეტი მოიცავს განახლებულ სენსორებს “AAS-53” – ს, მათ შორის, ინფრაწითელ კამერებს, ელექტრო-ოპტიკურ კამერებს და ღამის ხედვის სისტემებს.
დღეისათვის, “Flightglobal MiliCAS” – ის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებაში, 662 ა, ცე და დე ვერსიის ვერტმფრენი “OH-58” შედის. მათგან 94 ერაყის და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობს. ეს საფრენი საშუალებები სხვადასხვა სახის ოპერაციების, მათ შორის, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დასაზვერად და აღმოსაჩენად გამოიყენება.