იტალია ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიისთვის ემზადება
09:56:14     18-03-2011
იტალია მზად არის, საკუთარი სამხედრო ბაზებით, ლიბიის წინააღმდეგ კამპანია უზრუნველყოს. ამის შესახებ, იტალიური მედია ქვეყნის სახელისუფლო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სწორედ ამ მიზნით, სიცილიის კუნძულზე, სიგონელას ავიაბაზის ამოქმედება იგეგმება. ეს არის ლიბიასთან ერთერთი ყველაზე ახლოსმდებარე სამხედრო ბაზა.
როგორც ცნობილია, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, იტალიამ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებას დაუჭირა მხარი. მცირე ხნის წინ კი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ განაცხადა, რომ იტალია მხარს დაუჭერს საომარ მოქმედებებს ლიბიის წინააღმდეგ.