ტომი ლი ჯონსის “დიდი საგაზაფხულო იმედები”
09:54:42     18-03-2011
ტომი ლი ჯონსი ფილმ “დიდი საგაზაფხულო იმედების” მთავარი როლის ძირითადი პრეტენდენტი ხდება. ამის შესახებ საიტი “დედლაინი” იტყობინება.
ფილმის გმირი ცოლ-ქმარი 30 წელია ერთად ცხოვრობენ. უკანასკნელ პერიოდში, ურთიერთობებში წარმოქნილი პრობლემების გამო კი, განქორწინებაზე დაფიქრდნენ. კინოსურათში ქალის მთავარ როლს მერილ სტიპი შეასრულებს. ტომი ლი ჯონს მისი “მეუღლეობა” შესთავაზეს.
ცნობილი გახდა, რომ ფილში მონაწილებას სტივ კარელიც მიიღებს. მას სტრიპის და ლი ჯონსის გმირების ფსიქოთერაპევტობა ერგო. “დიდი საგაზაფხულო იმედების” რეჟისორი დევინ ფრენკელია. ფილმის გადაღება 2011 წლის აგვისტოში დაიწყება.
ტომი ლი ჯონსს, ამ დროისათვის, ფანტასტიკურ კომედია “ადამიანები შავებში” იღებენ, ხოლო მერილ სტრიპს - ბიოგრაფიულ კინოსურათში, სახელწოდებით “რკინის ლედი,” სადაც ის მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს.