დევიდ ბოუის ახალი ალბომი, ძველი სიმღერებით

  09:53:14     18-03-2011

დევიდ ბოუი ახალ საკონცერტო ალბომს გამოუშვებს. ეს ალბომი, “მედისონ სკვერ გარდენში” მომღერლის იუბილისადმი მიძღვნილი შოუს ჩანაწერია.

 

“Gigwise” – ის ცნობით, კონცერტი 1997 წლის 9 იანვარს შედგა. შოუს მონაწილე ცნობილი მომღერლები და ჯგუფები, იუბილართან დუეტში, მის სიმღერებს ასრულებდნენ.

 

დისკი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 26 აპრილს გამოვა. მისი სახელწოდებაა “Birthday Celebration - Live in NYC 1997.”

 

დევიდ ბოუის უკანასკნელი სტუდიური ალბომი 2003 წლის სექტემბერში გამოვიდა. უკვე რამდენიმე წელია, რაც მომღერალი აცხადებს, რომ მუსიკისა და პოპულარობისაგან დაიღალა და ახალი სიმღერების ჩაწერას არ გეგმავს.