მინდია ჯანელიძე: შსს ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომ ყველა მტაცებელი ზოოპარკშია ან დაღუპულია

  14:10:52     17-06-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომ ყველა მტაცებელი ან ვოლიერებშია, ან დაღუპულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნმა, მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელი მტაცებელი ჯაჭვშია და მიმდინარეობს მისი დამუშავება.