ცხვრის ხორცი იტალიურად

  09:50:05     18-03-2011

მასალა: ცხვრის კანჭი – 6 ცალი (450 გრამი), ხახვი – სამი თავი, სტაფილო – 2 ცალი, ნიახური – 1 კონა, პომიდორი – 2 ცალი, სალიამი – 150 გრამი, სოკო – 125 გრამი, კარაქი – 75 გრამი, ზეთი – 2 სუფრის კოვზი, წითელი, მშრალი ღვინო – 0,5 ლიტრი, ტომატ პასტა – 400 გრამი, ბოსტნეულის ბულიონი – 600 გრამი, მაკარონი – 125 გრამი, მაგარი ყველი – 20 გრამი, მწვანილი, მარილი – გემოვნებით.  

 

ხორცი შევწვათ კარაქის და ზეთის ნაწილში. ხახვი, სტაფილო და ნიახური წვრილად დავჭრათ. დავჭრათ ასევე პომიდორი, სოკო და სალიამი მსხვილ ნაჭრებად. ბოსტნეული დარჩენილ ზეთსა და კარაქში შევწვათ, ოქროსფერის მიღებამდე. დავუმატოთ სოკო, სალიამი, ღვინო, ტომატ პასტა, ბულიონი და ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. ხორცის ნაჭრები მოვათავსოთ ტაფაზე, ბოსტნეულთან და სოკოსთან ერთად და ქურაში 180 ცელსიუს გრადუს ტემპერატურაზე ვხარშოთ მანამ, ვიდრე ხორცი ძვლებს არ მოშორდება. გადავიტანოთ ხორცი ცალკე და სოუსი კი სხვა ჭურჭელში მოვათავსოთ. ავადუღოთ სოუსი ხელახლა, ჩავყაროთ იქ მაკარონი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. მირთმევამდე, თეფშზე დავასხათ მაკარონი სოუსით, ზემოდან მოვათავსოთ ხორცი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი.