სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ოპერატიულად დახმარება

  11:21:47     16-06-2015

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ოპერატიულად დახმარების მიზნით, ლიბერთი ბანკში გაიხსნა სპეციალური ანგარიში და ხვალ, ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან შესაძლებელი იქნება აღნიშნულ ანგარიშზე თანხის შეუფერხებლად შეტანა და დაზარალებულთა თანადგომა.
 ლიბერთი ბანკი მწუხარებას გამოთქვამს დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.