საქართველოს ბანკი განაგრძობს ჯილდოების მიღებას Citibank-ისაქართველოს ბანკს საერთაშორისო გადარიცხვების შესრულების საუკეთესო ხარისხისთვის აჯილდოვებს

  14:26:08     12-06-2015

თბილისი,1ივნისი, 2015 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა,  განაცხადა Citibank–ის ჯილდოს, STP Award 2014-ის მიღების შესახებ, საერთაშორისო გადარიცხვების ავტომატური რეჟიმის (StraightThroughProcessing (STP)) საუკეთესო ხარისხისთვის. STP ნიშნავს საერთაშორისო გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებასა და კორექტულად შევსებას, ისე რომ არ ხდება მათი ხელით დამუშავება. ხსენებული ჯილდოს მიღება, არის საქართველოს ბანკის მომსახურების მაღალი ხარისხის აღიარება და ბანკის მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მომსახურებაზე მიუთითებს.

Citi-ი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელიც ემსახურება დაახლოებით 200 მილიონ კლიენტთა ანგარიშს და ოპერირებს 160–ზე მეტ ქვეყანასა და იურისდიქციაში. Citi აწვდის მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებსა და ინსტიტუტებს, ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს, მათ შორის სამომხმარებლო საბანკო მომსახურებასა და დაკრედიტებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო მომსახურებას, ტრანზაქციებსა და დაგროვილი ქონების მართვას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:www.citigroup.com   

###

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია, მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 36.9%), მთლიანი სესხების (საბაზრო წილი 34.7%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 32.5%) მიხედვით (2015 წლის 31მარტის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე; მოიცავს „პრივატბანკის“ საბაზრო წილსაც). საქართველოს ბანკი მის კლიენტებს სთავაზობს კორპორატიული და საცალო საბანკო, დაგროვილი ქონების მართვის, საბროკერო, ასევე სადაზღვევო და ჯანდაცვის მომსახურების ფართო სპექტრს. 2015 წლის 31მარტის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა დაახლოებით 1.5 მილიონი კლიენტის ანგარიშს, 219 სერვისცენტრის, 554 ბანკომატისა და 2,245 თვითმომსახურების ტერმინალისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.bog.ge