ამერიკელები და ევროპელები მზად არიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ
15:08:08     10-06-2015
ამერიკელები და ევროპელები მზად არიან, რუსეთის აგრესიისაგან დაზარალებულ უკრაინას, სამხედრო და ეკონომიკური დახმრება აღმოუჩინონ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოკითხვის მიხედვით, რომელიც Pew Research Center – მა ნატოს წევრ რიგ ქვეყნებში ჩაატარა, გაირკვა, რომ ეს ესპანელების 77 პროცენტი მზადაა უკრაინას ფინანსურად დაეხმაროს. ამ საკითხზე იტალიელების 62–მა პროცენტმა გამოთქვა მზაობა, ხოლო ამერიკელების 46 პროცენტი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მომხრედ გამოდის.
სამხედრო დახმარებაზე თანახმა არიან გერმანელების 19 პროცენტიც. ასევე, ამერიკელების ნახევარზე მეტი, მიიჩნევს, რომ როდესაც რუსეთი თავს ესხმის ნატოს მოკავშირე ქვეყანას, აშშ–მა სამხედრო ჩარევა უნდა განხორციელოს მის დასაცავად. იგივე აზრისაა ამ თემაზე გერმანელების 58 პროცენტი.
გამოკითხვა შემდეგ ქვეყნებში ჩატარდა: აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში. ყველა ქვეყანაში ათასამდე რესპოდენტი გამოიკითხა.