ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
14:32:24     10-06-2015
27 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის საქმეს კვლავ ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
როგორც "პრესა.ჯი"-ს კორესპოდენტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება, მოსამართლე ეკა არეშიძემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების აცილებას ითხოვდა.
" ნაფიცების პროცესი არღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს, რადგან საზოგადოებაში არსებობს განწყობები ამ საქმესთან დაკავშირებით",- აღნიშნა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე.
თავად ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე პროცესზე პროკურატურის შუამდგომლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სურს, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
მოვითხოვ, ნაფიცებმა განიხილონ ჩემი საქმე. რაც შეეხება ლაშა მახარაძის დედის, ნინო დიდებულიძის ხელმოწერებს, ოქროპირიძის ბედი არ უნდა წყდებოდეს მრგვალ ბაღში გამართულ აქციებზე”,-განაცხადა ოქროპირიძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასმაართლოში დღეს ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი დაიწყო. შერჩევის პროცედურა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, ნაფიც მსაჯულთა პირველმა შემადგენლობამ აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოიტანა.
მაშინ ლაშა მახარაძის დედამ, ნინო დიდებულიძემ მიმართა სახელმწიფოს პირველ პირებს, შეაგროვა ხელმოწერები, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლემ გამოიტანოს.
შეგახსენებთ რომ გიორგი ოქროპირიძე ბრალდებულია 27 წლის ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობაში.
გამოძიების მასალების მიხედვით, 2 სექტემბერს, აბაშიძის ქუჩაზე 27 წლის ლაშა მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დამნაშავე "მერსედესის" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იგი მძღოლთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ „ოქრიკა“ ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე აფარებდა თავს.
„ოქრიკა“ 19 წლის ლევან თალაკვაძის განზრახ მკვლელობის გამო იხდიდა სასჯელს ის ლაშა მახარაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მარგველაშვილმა, შეწყალების კომისიის იმჟამინდელი უფროსის, ალექსანდრე ელისაშვილის რეკომენდაციით შეიწყალა.
ლაშა მახარაძის დედა აცხადებს, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის შეწყალება არ უნდა მომხდარიყო. ოჯახის ახლობლების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ოქროპირიძე საპატიმროს დატოვებს და მას დამნაშავედ არ სცნობენ, სამართლიანობას თავად აღადგენენ.
მოკლულის ახლობლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დროულად მიიღონ ზომები, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს და „დაგეგმილი მკვლელობების სერია არ განახორციელოს“.