მკვლელობა ვაჟაზე - ეჭვმიტანილმა ახალგაზრდა მოკლა და ცხედარი ავტოფარეხში დამარხა
14:27:34     10-06-2015
"მკვლელობა მოხდა თბილისში შურისძიების ნიადაგზე. 54 წლის მამაკაცმა მასზე 10 წლით უმცროსი მამაკაცი პირველ ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა", - განუცხადა "პესა.ჯი"-ს შსს-ს წარმომადგენელმა.
გამოძიების განცხადებით, ეჭვმიტანილმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა. როგორც აღნიშნულ მკვლელობაზე „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ნაგანი“-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია.
"შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული მალხაზ ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, 2015 წლის 1 ივნისს, ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მის დროებით მფლობელობაში არსებულ ავტოფარეხში, შურისძიების მიზნით ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1970 წელს დაბადებულ გიორგი ბ-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტოფარეხშივე დამარხა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძისძიებების შედეგად, ბრალდებული 9 ივნისს თბილისში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – „ნაგანი“-ს სისტემის რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოღებულია. სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა დასახელების იარაღი და საბრძოლო მასალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლის იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.