“გააშიშვლეს და "დუბინკით" გაუპატიურებით ემუქრებოდნენ“, - რატომ შიმშილობს პატიმარი?
14:37:51     09-06-2015
30
წლის ფრიდონ აფრიდონიძე 25 დღეა პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართავს და
შიმშილობს. ქურდობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდას ჯანმრთელობის
მდგომარეობას ისიც აუარესებს, რომ აფრიდონიძემ პირი და თვალები ამოიკერა
ხოლო ხელები ლურსმნით დაიჭედა.
პატიმრის დედა ირმა აფრიდონიძე „პრესა.ჯი“-სთან აცხადებს, რომ შიშობს შვილი საკაცით, მკვდარი არ გამოასვენოს, რომლის პრეცენდენტები ქუთაისში არაერთია.
ირმა აფრიდონიძე: ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულოს, მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ პოლიციელებს ინფორმატორობა არ გაუწია. ვაფრთხილებ პროკურატურას, შს სამინისტროს ნუ დაიდებენ ახალგაზრდა კაცის ცოდვას, თორემ მათაც გადავწვავ და თავსაც დავიწვავ.
„პრესა.ჯი“: რა მდგომარეობაშია თქვენი შვილი და რატომ მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას?
- 7 თვეა ფრიდონი ციხეში იტანჯება, ვერ ამტკიცებს მის უდანაშაულობას, ამიტომ მიმართა ამ ფორმას, ამოიკერა პირი და ხელები მიიჭედა. 25 დღე არაფერს იღებს, ახლა წყალსაც არ სვამს. ძალიან მეშინია ქუთაისის ციხიდან საკაცით მკვდარი არ გამოასვენონ.
- რა მიზეზით დააკავეს თქვენი შვილი?
- ერთ-ერთ ეზოში ჩხუბი იყო, ესეც გადახტა და შველას ითხოვდა, ეს სახლი პოლიციის კონტროლზე იყო აყვანილი, დააფიქსირა კამერამ და დააკავეს. ციხიდან 5 თვის გამოსული იყო, ამის შემდეგ ცხოვრობდა პატიოსნად, მისი მეუღლე მეორეზე ფეხმძიმედ იყო. პოლიციელები აგენტობას სთხოვდნენ, უარის მიღების შემდეგ, პოლიცია ჯინში ჩაუდგა.
- პოლიციელებმა თქვენ შვილზე იძალადეს?
- სამმართველოში, მეორე სართულზე აიყვანეს ჩემი შვილი. შეიყვანეს სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვლასი მახვილაძის კაბინეტში. გააშიშვლეს და დუბინკით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ამ ზეწოლის შემდეგად მიიღეს პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენება. ჩემ შვილს მახვილაძესთან ერთად საქმის გამომძიებელი ვინმე ნინძა აყენებდნენ შეურაცხყოფას. ორივე მათგანი ქუთაისიდან ბათუმში გადაიყვანეს. სწორედ მახვილაძემ დაუდო 4 აბი წამალი ჩემ შვილს და უთხრა ორს შენ ჩაგიდებ, ორს კი დედაშენს, თუ 4 გაუხსნელ საქმეს არ აღიარებო. ოთარს მხოლოდ წარსულში ნასამართლეობის გამო სჯიან. ხვალ არის კიდევ ერთი სასამართლო პროცესი. იმედია ჩემს შვილს ცოცხალს ვნახავ.