შსს-მ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა

  09:02:43     10-06-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული გიორგი ლ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 5 ივნისს, დაბა ჩოხატაურის ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, შურისძიების მიზნით, ურთიერთშელაპარაკებისას 1968 წელს დაბადებულ ზურაბ უ-ს გულ-მკერდისა და მუცლის არეში ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა გიორგი ლ. შემთხვევიდან სამ დღეში დააკავეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

დაზარალებული გიორგი ლ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით).