აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადება
11:05:01     09-06-2015
"ძალიან დამამწუხრა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებამ, რომელიც სამი წლის წინ მძიმედ დაშავდა ავღანეთში ISAF-ის მისიაში მსახურისას. კაპრალი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით.
გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მე და მერის რამაზთან და მის ოჯახთან ურთიერთობის პატივი გვერგო. ჩვენ ის გასულ ხუთშაბათს გორში მოვინახულეთ, თუმცა არ ვიცოდით რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ძალიან გვეტკინა გული. შეერთებული შტატების სახელით ვუსამძიმრებ კაპრალ დავითაიას ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება.
კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება."
რიჩარდ ნორლანდი
აშშ-ის ელჩი საქართველოში", - ნათქვამია საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
"მედიაჰოლდინგი დრონი.ჯი" და "კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და სრულიად საქართველოს, კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალების გამო.