ტაქსის მძღოლმა 12 წლის ბავშვის გაუპატიურება სცადა - რა მოხდა გორში?

  10:21:24     08-06-2015

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორში ტაქსის მძღოლმა 12 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა.

პირი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, მიმდინარე წლის 5 ივნისს დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა მოზარდი ტაქსში ჩაისვა და შემთხვევაც, სავარაუდოდ, გზაში, დანიშნულების ადგილზე მისვლამდე მოხდა.

"გაუპატიურებას, როგორც ამას სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ, ადგილი არ ჰქონია, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს",- უთხრეს "პრესა.ჯი"-ს შს სამინისტროში.