საფრანგეთი რუსეთისთვის “მისტრალის” მიყიდვას აჭიანურებს
11:06:04     17-03-2011
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო “მისტრალების” საკითხზე საფრანგეთთან კვლავ ვერ თანხმდება. როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, ამ დროისათვის, ორ ქვეყანას შორის კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა აცნობა.
მოსკოვი და პარიზი ხომალდების გადაცემა-აგების დეტალებს განიხილავენ. კვლავ გაურკვეველია გემების ფასი, მიყიდვის ვადები, ტექნოლოგიების გადაცემის საკითხები და სხვა.
როგორც ცნობილია, ორ “მისტრალს” საფრანგეთი რუსეთს პირდაპირ მიჰყიდის, ხოლო დანარჩენ ორს, რუსულ ვერფებზე ფრანგული ტექნოლოგიებით ააგებენ.
კითხვაზე, თუ როდის მოხდება კონტრაქტის საბოლოო ხელმოწერა, სერდიუკოვმა ბუნდოვანი პასუხი გასცა: “დოკუმენტს ხელი მაშინ მოეწერება, როცა მზად იქნება” – განაცხადა მინისტრმა.
რუსეთმა და საფრანგეთმა, 2010 წლის დეკემბერში ოფიციალურად განაცხადეს “მისტრალების” შესახებ შეთანხმების თაობაზე. თუმცა, ამ საკითხს თავი დღემდე ვერ მოება.