ირანმა სირიას იარაღი გაუგზავნა
11:03:50     17-03-2011
ირანულმა სატვირთო თვითმფრინავმა, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აეროპორტში დაეშვა, გეზი უკვე სირიისაკენ აიღო. თურქული მხარის განცხადებით, მათ თვითმფრინავზე კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ცნობილი გახდა, რომ ირანულ თვითმფრინავს იარაღი გადააქვს, რომელიც სირიისათვისაა განკუთვნილი. აფრენის ადგილზე ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული და რადიოაქტიური ტვირთების სპეციალისტთა ჯგუფი მივიდა, რომელმაც თვითმფრინავი საფუძვლიანად შეამოწმა. ამის შემდეგ ირანელებმა ალეპოს მიმართულებით ფრენა განაგრძეს.
თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ ორი პილოტი და გაურკვეველი რაოდენობის ეკიპაჟი იმყოფებოდა.