10 წლის გაუპატიურებული გოგონას ბებია ახალ დეტალებს ამხელს
19:00:15     04-06-2015
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში 10 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.დაზარალებულის ბებია, ნანი ბარამიძე ამბობს, რომ საზარელი შემთხვევა კვირა საღამოს მოხდა.
მისი თქმით, 43 წლის მამაკაცი საღამოს მათთან გადავიდა და 10 წლის გოგონას მაღაზიაში გაყოლა სთხოვა.
"ბავშვს უთხრა, რომ ვალი ჰქონდა მაღაზიაში და ამიტომ ვერ შედიოდა იქ, ბავშვიც გაჰყვა. მერე როგორც გოგონა ამბობს, მამაკაცი გზაში აფთიაქში შევიდა და რაღაც წამლები იყიდა. შემდეგ კი ბავშვს ტყეში შესვლა სთხოვა. გვიან დაბრუნდა ბავშვი სახლში და სრულიად გაფითრებული იყო. არაფერს ამბობდა. მეორე დღეს კი სკოლაში წასვლის დროს საკუთარი დას გაუმხილა მომხდარი. შემდეგ ჩვენ პოლიციას მივმართეთ", - განაცხადა დაშავებულის ბებიამ.
არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის მეზობლები იხსენებენ, რომ მამაკაცი აღნიშნულ ფაქტამდე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მეზობლები ბავშვებსაც კი ვანდობდით მას და ასეთ რამეს თუ ჩაიდენდა, ნამდვილად არ მოველოდით. როგორც ვიცით, შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. რაც შეეხება ნასამართლეობას, ის ორი წელია, რაც ციხიდან გამოვიდა", - აცხადებენ მეზობლები.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. გოგონას ქუთაისში ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.