
როგორ ავიღოთ კრედიტი ონლაინ?
16:49:42     04-06-2015
საქართველოში უამრავი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სწრაფი კრედიტის გამცემი კომპანიაა, რომლებიც მომხმარებლებს ყოველდღიურად ახალ შემოთავაზებებს სთავაზობენ. მომხმარებელს კრედიტი დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება დასჭირდეს. შესაბამისად, მისთვის აქტუალურია იცოდეს თუ რომელ კომპანიაში რა პირობაა კრედიტზე.
Sesxebi.ge ეხმარება კრედიტის აღების მსურველებს სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეიტყონ თუ რა პირობა აქვთ კომპანიებს კრედიტზე. მომხმარებლებმა ხშირად არ იციან თუ რომელ კომპანიას აქვს უპროცენტო კრედიტი, რა საპროცენტო განაკვეთი აქვს მათ სესხზე. ვებგვერდზე ერთად არის თავმოყრილი სესხის გამცემი კომპანიები, რაც მომხმარებელს ეხმარება დაგოზოს დრო, შეადაროს კრედიტები ერთმანეთს და აირჩიოს საუკეთესო.
კრედიტის არჩევის შემდეგ, მომხმარებელი მარტივად იღებს სესხს. შედის სწრაფი კრედიტის გამცემი კომპანიის ვებგვერდზე, გადის რეგისტრაციას, აგზავნის პირად მონაცემებს და ელოდება გადაწყვეტილებას. სწრაფი კრედიტის დამტკიცება სწრაფად ხდება. მომხმარებლისთვის კრედიტის თანხა იმავე დღეს ხელმისაწვდომია.