ალეკ ბოლდუინმა როლზე უარი განაცხადა

  10:53:29     17-03-2011

ალეკ ბოლდუინმა ფილმ “ადამიანები შავებში”-ის მესამე ნაწილის გადაღებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ამ ინფორმაციას საიტი “Collider” ავრცელებს.

 

ახალი სერიის სიუჟეტის მიხედვით, აგენტი ჯეი წარსულში, 1969 წელში მიემგზავრება. საიდუმლო ბიუროს, რომელიც უცხოპლანეტელებთან თანამშრომლობს, ის პერსონაჟი ხელმძღვანელობს, რომლის როლიც ბოლდუინს შესთავაზეს. მსახიობმა უარის მიზეზად დატვირთული სამუშაო რეჟიმი დაასახელა.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მსახიობი შეცვლის ბოლდუინს, ამ დროისათვის არ ვრცელდება. ფილმის გადაღება უკვე მიმდინარეობს. ახალი სერიის რეჟისორი კვლავ ბარი ზონენფელდი იქნება, ვილ სმიტი და ტომი ლი ჯონსი კი აგენტების, ჯეის და კეის როლებს შეასრულებენ. ფილმი ეკრანებზე 2012 წელს გამოვა.