ზესტაფონში 10 წლის გოგონა გააუპატიურეს

  15:15:56     04-06-2015

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაწყაროში ვინმე ფუტკარაძემ 10 წლის გოგონა გააუპატიურა

როგორც „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 137 -ე მუხლის მე -5 -ე ნაწილით მიმდინარეობს,  რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

დამატებითი დეტალების გაჟღერებისგან პოლიცია ამ ეტაპზე თავს იკავებს. უწყებაში არც იმაზე საუბრობენ, არის თუ არა, ფუტკარაძე ყოფილი პატიმარი. 

ფაქტს, რომ სავარაუდო ეჭვმიტანილი ნასამართლევია, ადასტურებს ცხრაწყაროს გამგებელი ამირან ბახტიძე. მისი თქმით, 40 წლის მამაკაცს უდო შეხო და საპყრობილე ცოტა ხნის წინ დატოვა.

"პრესა.ჯი": გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პატიმარმა 10 წლის გოგონა გააუპპატიურა...

- დიახ, გოგონამ ოჯახის წევრებს უთხრა, რომ მასზე 40 წლის მეზობელმა იძალადა, ბავშვი დამატებით დეტალებს არ ყვება. მამამისს ამ წუთებში გადაჰყავს ექსპერტიზაზე ქუთაისში.  არასრულწლოვანის დედა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმყოფება, მამას კი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. გოგონას ბებია ზრდის.

- სავარაუდო ეჭვმიტანილს თუ იცნობთ?

- კი, მას ოჯახი არ ჰყავს, ძმებთან ერთად ცხოვრობს, ყოფილი პატიმარია უდო შეეხო და ციხიდან ეხლახან გამოვიდა.

- ეჭვმიტანილი დაკავებულია?

- არა...ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან?

-რა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს? 

-  მეზობლები როგორც ამბობენ, 3 თვის წინ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. ის  ნარკოტიკებზე იყო დაკავებული.