თბილისში ერთმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

  10:00:04     03-06-2015

გვიან ღამით თბილისში, მოსკოვის გამზირზე სამი ახალგაზრდა დაჭრეს. პოლიცია მომხდარ ფაქტზე ერთ პირს ეძებს. თვითმხილველთა თქმით, სამივე ერთმა პირმა დაჭრა. აქედან ორი ცეცხლსასროლი იარაღით, ერთი კი დანით არის დაჭრილი.

დაჭრილი ახალგაზრდები რეფერალურ საავადმყოფიში თვითმხილველებმა გადაიყვანეს. დაჭრილებისგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ერთი ახალგაზრდა კიდურებზე იყო დჭრილი, მეორეს კი ოპერაცია მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობის გამო გაუკეთეს. მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები ეჭვმიტანილი პირის დასაკავებლად“,- უთხრეს „პრესა.ჯი“-ს შს სამინისტროში.