ჰყავს თუ არა, 18 წლის ბეგი მამალაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილს, თანამზრახველი?

  16:04:28     02-06-2015

ნუცუბიძის ქუჩაზე მოკლული ბეგი მამალაძის ოჯახის წევრები, 18 წლის ახალგაზრდას მკვლელობის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვენ.

გარდაცვლილის და სატელევიზიო კომენტარისას აცხადებს, რომ მისი ძმის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა.

"100 პროცენტით ვიცი, რომ დაიჭირეს. ახლა არ ვიცი გამოუშვეს თუ არა, მაგრამ ესეთი მითქმა-მოთქმა არსებობს, რომ მას ჰყავს მფარველი. არაფერი განსხვავება არ არის როინსა და მას შორის,"- აცხადებს  საუბრისას მარიამ მამალაძე

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ საზარელ მკვლელობას მომხდარი დღიდან აქტიურად აშუქებს.

ჩვენ გარდაცვლილის დეიდაშვილს ვესაუბრეთ, და ვთხოვეთ, მარიამ მამალაძესთან დაგვეკავშირებინეთ, თუმცა როგორც თამარ კერესელიძემ გვითხრა, გარდაცვლილის ოჯახი კომენტარს ორმოცამდე არ გააკეთებს.

„მეცხრე დღეა გასული ამ საზარელი მკვლელობიდან, გვაცადეთ გონს მოვიდეთ“,- განაცხადა „პრესა.ჯი“-სთან საუბრისას გარდაცვლილის ნათესავმა.

„პრესა.ჯი“: მარიამ მამალაძემ გააკეთა სატელევიზიო კომენტარი, იქნებ ჩვენც გაგვესაუბროს... 

- მას შემდეგ დაურეკა გამომძიებელმა და სთხოვა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარი არ გაეკეთებინა.

"პრესა.ჯი"- მ გარდაცვლილის დედაც ჩაწერა. ქალბატონი მარიკა ამბობს, რომ შვილს მკვლლობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა. დედისთვის უცნობია, რა გახდა მკვლელობის მოტივი. 

"არ მინდა გამოძიებას შეუშალო ჩემი განცხადბებით ხელი, ამიტომ მოდით დაველოდოთ გამოძიების საბოლოო შედეგს. ძალიან გთხოვთ ორმოცამდე სხვა კითხვებს ნუ დამისვამთ, შემდეგ დიდი სიამოვნებით მიგიღებთ და გაგაცნობთ ჩემ ბეგის, გაიგებთ ის როგორი პიროვნება იყო და როგორი შვილი მომიკლეს",- აღნიშნა ქალბატონმა მარიკამ. 

შეგახსენებთ, რომ 18 წლის ახალგაზრდა, 25 მაისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით მოკლეს. ბრალდებული გარდაცვლილზე ერთი წლით უფროსი  19 წლის როინ ქარდავაა, რომელიც პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. 

მკვლელობის დღესვე ითქვა, რომ მკვლელობისას ქარდავა მარტო არ იმყოფებოდა. მეზობლებმა დაინახეს, რომ ეჭვმიტანილი თანხლებ პირთან ერთად გარბოდა.

სწორედ ეს გახდა გარდაცვლილის ოჯახის ეჭვის საფუძველი, რომ   მკველობის თანამონაწილეს მფარველები ჰყავს.

ბეგის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ მამალაძეს პირველმა დანა  როინ ქარდავამ დაარტყა, შემდეგი ჭრილობა კი მასთან ერთად მყოფმა პირმა მიაყენა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.  გარდაცვლილის მეგობრები აცხადებენ, რომ ქარდავასა და მამალაძეს კონფლიქტი პეროსვკაიაზე, ერთ-ერთ ბარში მოუვიდათ.

მეორე დღეს კი 19 წლის ეჭვმიტანილი მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან დახვდა და  დაახლოებით 17:00 საათზე მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა.

„პრესა.ჯი“ მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობის საკითხით დაინტერესდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე უკვე დააკავეს  1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი როინ ქარდავა.

უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.