ექსკლუზივი: ჯგუფური ჩხუბი ქუთაისის ქუჩაზე და მძიმედ დაჭრილი ორი ახალგაზრდა
11:00:40     02-06-2015
ორი ადამიანის დაჭრით დამთავრდა წერეთელზე, ქუთაისის ქუჩაზე მომხდარი ქუჩური გარჩევა. შემთხვევა კვირას, გვიან ღამით მოხდა.
როგორც თვითმხილველები „პრესა.ჯი“-ს უყვებიან, დაჭრილები მეზობელი ქუჩიდან იყვნენ.
„კორპუსის წინ ე.წ ბესეტკა გვაქვს, აქ ხშირად სვამენ ჩვენი უბნის ბიჭები, ხშირად ისმის კამათის ხმაც. კვირას კი ჩვენი მეზობელი, ლევანი მეგობრებთან სასტიკად ნაცემი მივიდა. ყველა წამოიშალა, ზოგი რას მიათრევდა, ზოგი რას, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქუთაისის ქუჩის ბიჭებს ლევანი სასტიკად უცემიათ. ამან კი დახმარება მეგობრებს სთხოვა. ე.წ გარჩევისას კი ქუთაისის ქუჩაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ახალგაზრდას არყის ბოთლი გადაუტეხია და ლევანის მეგობრისთვის, ასევე, ჩვენი მეზობლისთვის, „ბორჯომელასთვის“ მუცლის არეში დაურტყია, დაჭრილია ჩვენი ერთი მეზობელი ბიჭიც ვინმე ბალანჩივაძე, რომელსაც ურთულესი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა „ბორჯომელაც“,- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში დაჭრილის მეზობელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ამის მიზეზად კი ე.წ „ქუჩის წესები“ დაასახელა.
„ეს ის უბანი არ არის, რაც იყო ადრე, ბოლო წლებში თითქოს დალაგდა ახლა კი ისევ ისმის ერთმანეთის გინების, ჩხუბის და დაჭრის ამბები. თქვენც იმიტომ მოგიყევით ეს ფაქტი, რომ მინდა პოლიციამდე მივიდეს ხმა, რადგან შესაძლებელია, ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვეს და მსხვერპლით დასრულდეს ახალგაზრდების ჩხუბი“,- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მოქალაქემ.
დაჭრილების ოჯახის წევრები არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. მათ „რესპუბლიკური საავადმყოფოს" პერსონალს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გაცემა აუკრძალეს.
ქუთაისის ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. როგორც „პრესა.ჯი“-ს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით). დანაშაულს ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და ხელწერილის დაწერის შემდეგ გაათავისუფლეს.
„ფაქტს ვადასტურებთ, მომხდარზე მხილებულია ერთი პირი, მას ბრალი აქვს წაყენებული, ველოდებით ექსპერტიზის პასუხებს, რის შემდეგაც მოხდება სამართლებრივი რეაგირება“,- აღნიშნავენ შს სამინისტროში.