საფრანგეთში 33 ქართველი, ძარცვის ბრალდებით დააკავეს

  00:55:59     02-06-2015

საფრანგეთში, სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე 33 პირი დააკავეს, რომლებსაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში ედებათ ბრალად. ამ ინფორმაციას "ფრანს–პრესი: ავრცელებს.

"ყოველდღიურად დანაშაულებრივი ქსელის ლიდერების მეთაურობით კოლოსალური რაოდენობის ძარცვა ხდებოდა. ზარალის ზუსტი ოდენობის დათვლა ძნელია, მაგრამ საუბარია ძალიან შთამბეჭდავ ციფრებზე", - განუცხადა სააგენტოს ქალაქ ნანსის სპეციალიზებული რეგიონთაშორისი სასამართლოს ვიცე-პროკურორმა გრეგორი ვეილმა.

როგორც უცხოური სააგენტოები იტყობინებიან, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი ლა-როშელის რაიონში დააკავა, 22 პირი კი - სტრასბურგში. სავარაუდოდ, დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.