
ასტანას ეკონომიკური ფორუმი მერვედ გაიმართა ყაზახეთის დედაქალაქში
12:40:59     01-06-2015
3 ათასამდე სტუმარი 80-ზე მეტი ქვეყნიდან 2 დღის განმავლობაში ასტანას ეკონომიკურ ფორუმზე გამოცდილებას უზიარებდა ერთმანეთს და მსჯელობდნენ ყაზახეთის როლზე პლანეტაზე.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი უკვე მერვედ გაიმართა ყაზახეთის დედაქალაქში, სადაც განიხილეს თანამედროვე სამყაროში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები. როგორ შეიძლება დაძლეულ იქნა კრიზისული მოვლენები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, რა იწვევს ეკონომიკის ვარდნას და როგორ მოქმედებს ეს საზოგადოებების განვითარებაზე.
მსოფლიოს წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელები, ნობელის ლაურეატები და ცნობილი პოლიტიკოსები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ ორი საინტერესო დღის განმავლობაში დაუსრულებელ დებატებში, მოლაპარაკებებში და მსჯელობებში.
ამ წლის ფორუმის მთავარი თემა იყო: “ინფრასტრუქტურა ეკონომიკის მყარი ზრდის მამოძრავებელია” და ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულტან ნაზარბაევმა ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკვირვა სტუმრები ინვესტიციების იმ მოცულობით, რომელსაც ყაზახეთი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ხარჯავს.
ნურსულტან ნაზარბაევი (ყაზახეთის პრეზიდენტი): “მხოლოდ მომავალი 3 წლის განმავლობაში გზების მშენებლობაზე, ელექტროქსელების და კომინიკაციების შექმნაზე 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება.
ის თანხები, რომელსაც ჩვენი ბუნებრივი რესურსებიდან - ნავთობისა და გაზისგან, აგრეთვე სხვა საექსპორტო პროდუქციიდან ვიღებდით, ნაციონალურ ფონდში ვაგროვებდით, ახლა კი მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის პირობებში ვახორციელებთ კონტრციკლურ პოლიტიკას და ამ რესურსებს ინვესტიციების სახით მივმართავთ ჩვენს ეკონომიკაში.”
ფორუმის სტუმარი მაღალი რანგის პოლიტიკოსები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავდნენ თავინთი ქვეყნების თბილ დამოკიდებულებას ყაზახეთის მიმართ.
“ევროკავშირი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ტრანსკონტინენტანური ინვესტიციები ჩინეთის ახალ სატრანსპორტო კორიდორებში, რომლებიც ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის, ორჯერ ამცირებენ ტვირთების გადაზიდვის დროს ევროპიდან ჩინეთში, საწყლოსნო გადაზიდვებთან შედარებით. ეკონომიკურის გარდა, ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ კულტურულ და სოციალურ სფეროებში” - განაცხადა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ქსავიე ბეტელმა.
მთლიანობაში, ასტანას ეკონომიკური ფორუმის მაისის ამ ორმა საინტერესო დღემ მეტად დინამიურად და საინტერესოდ ჩაიარა და ფორუმიც მომავალ წლამდე დაემშვიდობა თავის სტუმრებს.