საოცრებათა ბაღი დუბაიში, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო (21 ფოტო)

  10:57:00     30-05-2015

დუბაი, მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ფუტურისტული და ვიზუალურად შთამბეჭდავი ქალაქია, რომელიც უსწრაფესი ტემპით განაგრძობს განვითარებას და აღმშენებლობას. დუბაის მთავრობის სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება, მეტად განავითაროს ტურიზმი. გარდა იმისა, რომ იგი, ცნობილია თავისი საოცარი სასტუმროებით, ასევე, მრავალ გრანდიოზულ არქიტექტურულ პროექტს აწარმოებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი, "საოცრებათა ბაღია", რომელიც 6,7 ჰექტარზეა გაშენებული და 45 მილიონზე მეტ ყვავილს მოიცავს.

ბაღი, "Dubai Miracle Garden" 2013 წელს, ვალენტინობას  გაიხსნა. ყვავილების განლაგება და დიზაინი, ხშირად, იცვლება იმ მიზეზით, რომ დამთვალიერებლისათვის, მრავალფეროვანი იყოს, პარკში ვიზიტი, ყოველ ჯერზე.

დუბაის კლიმატის პირობებში, ასეთი გამაოგნებელი ყვავილოვანი ოაზისის შექმნა, შესაძლებელი გახდა, წვეთოვანი ირიგაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც წყლის უდანაკარგოდ, ბოლო წვეთამდე გამოყენების საშუალებას იძლევა.

იხილეთ ბაღის ულამაზესი ფოტოები: