ჩამოიყვანენ თუ არა აგვისტოში, კონჩიტას, საქართველოში?

  20:53:09     29-05-2015

მედიაში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობას, 3 აგვისტოს, „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებული მომღერალი - კონჩიტა ჩამოჰყავს, რაც 12 მილიონი დაჯდება.

"3 აგვისტოს იგეგმება გრანდიოზული კონცერტი, სადაც იგეგმება კონჩიტას ჩამოყვანა რაც კუტურის სამინისტროს 12 000 000 ლარი"...  აი, ეს თუ მართალია მაშინ მე მინდა "ქართულ ოცნებას" ვკითხო თქვენ რამე დაგავიწყდათ ამნეზია გაქვთ, თუ სპეციალურად აკეთებთ ისე რომ საზოგადოების თვალში უმაქნის და ყველაზე უნიათო ხელისუფლებად წარმოჩინდეთ? თქვენ თუ ამნეზია გაქვთ მე და ჩვენ საზოგადოებას კარგად გვახსოვს თქვენი დანაპირები, თქვენი სლოგანები... თქვენ არ იყავით ის ოპოზიციური ძალა რომლებიც აპროტესტებდით "ნაციონალური მოძრაობის" და მიშას მიერვე უცხოელი მომღერლების ჩამოყვანას საქართველოში და იძახდით ჩვენ რა ნაკლები მომღერლები გვყავს ამხელა თანხა უცხოელში რომ არ გადვყაროთო? ჰაა თქვენ არ იყავით? თუ უცხოელი მომღერლის და ვარსკვლავის ჩამოყვანა გნებავთ ბატონო რაღა მაინცდამაინც ეს კონჩიტა, რომელი ვარსკვლავი და დამსახურებული არტისტი ეგ ნახეთ? დავიჯერო მასზე უკეთესი არავინ მოიძიება? ან საერთოდ დღევანდელი ჩვენი მონაცემებით როცა ამდენი უმუშევარი ამდენი მშიერი ადამიანი დადის ჩვენს ქუჩებსა და ეზოებში რა გეკონცერტებათ და ვის უხდი ამხელა თანხას ადექი და ეგ ფული შენს მოსახლეობას დაახარჯე!!!” - წერს, ქართველი ჟურნალისტი, თაზო ბენიძე, თავის პირად ფეიბუქის გვერდზე.

ამ ინფორმაციას, ასევე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი - დავით ოქიტაშვილი გამოეხმაურა:
 
„ვის რა ჯანდაბად უნდა კონჩიტას ჩამოყვანა საქართველოში?! ვის ჩამოყავს? მე პირველად მესმის კონჩიტას ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ საქართველოში ეგეთ ადამიანებს არ მიიღებენ. არ ვიცი თუ ჩამოყავთ რა მიზნით ხდება ეს, მაგრამ დიდ შეცდომას დაუშვებენ ამით. ვის რად სჭირდება კონჩიტა. საქართველოს მოსახლეობის 99% მის კონცერტზე არ წავა“, - განაცხადა მან, "ვექტორთან" ინტერვიუში.

სამინისტროში, ამ ამბავს, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ, თუმცა, სოციალურ ქსელებში, დიდი მითქმა-მოთქმა და აგრესია რომ გამოიწვია, ფაქტია.