ბეგი მამალაძის სიმღერა, რომელიც სკოლის დამთავრებიდან მეორე დღეს მოკლეს (ვიდეო)
11:53:43     29-05-2015
რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძე 18 წლის ბეგი მამალაძე მოკლეს. პოლიციამ მკვლელობიდან მალევე ერთი პირი დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, საზოგადოებისათვის მკვლელობის დეტალები დღემდე უცნობია.
რატომ მოკლეს 18 წლის ბიჭი, რომელმაც სკოლა წინა დღეს დაამთავრა? რატომ გაწირეს ბეგი მამალაძე, რომელიც წერდა ლექსებს, სიმღერებს და თავადაც მღეროდა? რატომ გაიმეტეს?
გაჩნდა ვერსია, რომ ბეგი მამალაძის მკვლელობა 2014 წლის 24 იანვარს მოკლული 16 წლის მიშო ტყემალაძის საქმეს უკავშირდება.
თუმცა, 16 წლის მიშოს მკვლელობაში ბრალდებულები სხვები არიან (1991 წელს დაბადებული თენგიზ გ) და როგორც ამბობენ, „ბეგის იმ საქმესთან კავშირი არ ჰქონია“.
სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ბიჭი დაკარგა საქართველომ. ბეგი მამალაძეს 30 მაისს, შაბათს დაკრძალავენ და სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ.