7 გასროლა და ერთი დაჭრილი - ვინ დაესხა თავს ხანგოშვილს?
09:32:16     29-05-2015
თბილისში, გელოვანის ქუჩაზე ჩეჩნეთის ომის მონაწილეს, ზელიმხან ხანგოშვილს 7 ტყვია ესროლეს. მას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მანქანაში ჯდებოდა. სროლის შედეგად ხანგოშვილს 4 ტყვია მოხვდა, ხელსა და მხარში. ის გადარჩა და დღეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
თუმცა, ამ მომენტამდე საზოგადოებისათვის უცნობია, ვინ განახორციელა სროლა ზელიმხან ხანგოშვილის მიმართულებით?
დაჭრილის ოჯახის წევრების ვარაუდით, ხანგოშვილის მკვლელობის მცდელობა შესაძლოა რუსეთისგან მოდიოდეს. "ჩემი მეუღლე მეომარი იყო. ის ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა. ამიტომ, შესაძლოა თავდამსხმელი რუსიც ყოფილიყო.
რაც შეეხება ლაფანყურის სპეცოპერაციას, ზელიმხანი იქ მხოლოდ შუამავალი იყო და არ მგონია, მისი დაჭრა იმ სპეცოპერაციას უკავშირდებოდეს", - განაცხადა დაჭრილის მეუღლემ.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. შსს-ში აცხადებენ რომ "მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დაკავების მიზნით".