ქართველი რეჟისორი, მთავარი როლის შემსრულებელ, სვან ბიჭს ეძებს

  19:40:02     28-05-2015

ქართველი რეჟისორი - მარიამ ხაჭვანი, მთავარი როლის შემსრულებელ, მაღალ და სიმპატიურ ბიჭს ეძებს, 23-დან 30 წლამდე.

"ყველა სვანს ვთხოვ გააზიაროს კასტინგი!

სასწრაფოდ, სრულმეტრაჟიან მხატრულ ფილმში, "დედე", გადასაღებად ვეძებთ, მთავარი როლის შემსრულებელ, სვან ბიჭს,  23-დან, 30 წლმადე.

აუცილებელია, იყოს მაღალი, სიმპატიური და საინტერესო,განსხავებული ადამიანი...

თუ ვინმე იცნობთ, განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც გამოარჩევ ყველასგან, გთხოვთ, გამომიგზავნოთ სურათები ან მოვიდეს კასტინგზე.
კასტინგი, ჩატარდება, 29-30 მაისს 15:00 დან 21:00 საათამდე.

მისამართი : დიღმის მასივი, კინოსტუდის შენობა, მეორე სართული,ოთახი 21.

გადაღებები დაიწყება ერთ თვეში, უშგულში" - განაცხადა, მარიამ ხაჭვანმა, თავის ფეისბუქის გვერდზე.