ყაჩაღობა თუ თაღლითობა? - რა მოხდა ზუგდიდში?
12:45:45     28-05-2015
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში დისტრიბუტორმა კახა ბუკიამ ძარცვის ინსცენირება თავად მოაწყო.
გუშინ კახა ბუკია ამბობდა, რომ საცხოვრებელი ბინის სადარბაზოში ნიღბიანი პირები დახვდნენ, რომელთაც თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს და 4 700 ლარი წაართვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუკიამ თანხა ტოტალიზატორში წააგო და გადაწყვიტა, მაღაზიებიდან მიღებული, სადისტრიბუციო კომპანიებისთვის განკუთვნილი თანხა – 4 700 ლარი მიეთვისებინა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკითხვაზე აღნიშნულმა პიროვნებამ სამართალდამცველებს აღაიარებითი ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ თანხა პირადი საჭიროებისთვის უნდოდა, ძარცვის შესახებ კი იცრუა და ინსცენირება მოაწყო.
საქმე გადაკვალიფიცირდება და მომხდარზე გამოძიება ცრუ დასმენისა და თანხის უკანონო მითვისების ფაქტზე აღიძვრება.