ხულოში სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს

  16:48:55     26-05-2015

ხულოს მუნიციპალიტეტში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა გაიტაცეს. ხულოს გამგებლის, ბესიკ ბაუჩიძის თქმით, მორიგე სასწრაფო დახმარების მანქანა მოქალაქემ თვითნებურად წაიყვანა, ხუთასამდე მეტრი გაიარა, კედელს შეეჯახა და ბორბლით სანიაღვრე არხში ჩავარდა.    

მომხდარზე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-177 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. 

წინასწარი მონაცემებით გამტაცებელი ფსიქიკური პრობლემების მქონე პირია. შს სამინისტრო ექსპერტიზის პასუხებს ელის.