
საერთაშორისო სახლი საზაფხულო სკოლაში მიღებას აცხადებს
12:28:33     25-05-2015
საერთაშორისო სახლი www.ihtbilisi.ge ინგლისური ენის შესწავლას თანამედროვე მეთოდით უზრუნველყოფს. სწავლებისას ყურადღება ექცევა საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, რის გამოც ცენტრის სტუდენტებს უადვილდებათ ინგლისურად კომუნიკაცია.
საერთაშორისო სახლი საზაფხულო სკოლაში მსმენელების მიღებას იწყებს. ინტენსიური საზაფხულო კურსი 15 ივნისს დაიწყება და 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. საზაფხულო სკოლაში სტუდენტებს შეეძლებათ შეისწავლონ ზოგადი ინგლისური. მოემზადონ IELTS საერთაშორისო გამოცდისთვის. ისწავლონ ბიზნეს ინგლისური. ცენტრს აქვს სპეციალური კურსები ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ, ცენტრის ვებგვერდზე გააკეთონ ინგლისურის ტესტი და შეამოწმონ ინგლისური ენის ცოდნის დონე. ასევე, შეარჩიონ სასურველი კურსი და დაიწყონ ენის შესწავლა საერთაშორისო სახლში.