“მაშინა ვრემენი” იაპონელების მხარდასაჭერად
11:37:39     16-03-2011
ცნობილი როკ-ჯგუფის “მაშინა ვრემენის” მუსიკოსები მორიგ კონცერტს იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულებს მიუძღვნიან. კონცერტი 18 მარტს, ერთერთ მოსკოვურ კლუბში შედგება. ამის შესახებ მედიას კოლექტივის პრეს-მდივანმა აცნობა.
“მაშინა ვრემენი” საკუთარი სამშობლოს დედაქალაქში ძალიან იშვიათად გამოდის. ეს წელს, მოსკოვში, ამ ჯგუფის პირველი კონცერტი იქნება.
პრეს-მდივნის თქმით, მთელი შემოსავალი სტიქიური უბედურებით დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება. კონცერტზე ჯგუფის ძველი ჰიტები აჟღერდება.
ინფორმაციამ მელომანებსა და ჯგუფის თაყვანისმცემლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც ვარაუდობენ, ღონისძიებას მსმენელთა სოლიდური რაოდენობა დაესწრება.