გირჩის მურაბა - სამკურნალო საშუალება სუსტი ბრონქებისთვის და იმუნიტეტისთვის

  22:24:10     20-05-2015

გირჩის მურაბა და მტვერი არაჩვეულებრივი საშუალებაა სუსტი ბრონქების პატრონებისთვის. ამასთანავე აძლიერებს იმუნიტეტს. საქართველოში ბორჯომისა და აბასთუმნის მიდამოებში ხშირად შეხვდებით გასაყიდად გამოტანილ მურაბას და ნაძვის მტვერს. მისი მომზადება რთული არ არის.

ინგრედიენტები: გირჩი 1 კგ შაქარი 1.5 კგ წყალი 1 ლ

გირჩები უნდა შეაგროვოთ მაის-ივნისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. გირჩი რბილი უნდა იყოს, 1-3 სმ სიგრძის.
მოგროვილი გირჩები კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ დაასხით წყალი და შემოდგით ცეცხლზე.
დაამატეთ შაქარი, მოურიეთ, წამოადუღეთ და ხარშეთ 15-20 წუთი მაღალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და ბოლომდე გააციეთ. გაციებული მურაბა დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ 30 წუთი. სიროპი თანდათან ფერს შეიცვლის და გამჭვირვალე კარამელისფერი გახდება. მურაბა კვლავ გადმოდგით და გააციეთ. შემდეგ დააბრუნეთ ცეცხლზე და ხელახლა წამოადუღეთ. ხარშეთ სანამ სიროპი არ გასქელდება - დააწვეთეთ
თეფშზე და დაელოდეთ რამდენიმე წუთი, თუ ბლანტია და ადვილად არ იღვრება მზადაა. გადაიტანეთ ცხელი მურაბა ქილებში და დააფარეთ თავსახური.

ეს მურაბა ნამდვილი წამალია! მიიღეთ გაციების, სურდოს, ბრონქილური ასთმის, სპაზმური ხველის დროს. შეიძლება ბავშვებისთვისაც, 1-2 ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.