
რუსთავში მამაკაცმა შეყვარებულ გოგონას ყელი გამოჭრა
00:00:41     17-05-2015
მკვლელობა მოხდა რუსთავში. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ გოგონას ყელი გამოჭრა.
ახალგაზრდა ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც "პრესა.ჯი"-ს რუსთავიდან აცნობეს, მკვლელობა მეგობრობის გამზირზე #14 საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მოხდა. მოკლული 23 წლის გ. კ- ია.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგონამ შეყვარებულთან იკამათა, რის შემდეგაც საშველად მეგობარ გოგონას დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულ მეგობარს,ახალგაზრდა ქალი მოკლული დახვდა.
ბინაში კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.