თინა ხიდაშელი, ფრანგ დიპლომატებს შეხვდა

  13:15:57     16-05-2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, საფრანგეთის ელჩ, რენო სალენსსა და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკ, ანდრე ევრასს უმასპინძლა. ფრანგ დიპლომატებთან, შეხვედრას, მინისტრის პირველი მოადგილე - დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი - რომან ჯოხაძეც ესწრებოდა.

დიპლომატებმა, თინათინ ხიდაშელს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. მათ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის, თავდაცვის სფეროში არსებული, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, განიხილეს. საუბარი, შეეხო, ევროკავშირის ეგიდით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე ოპერაციებში, ქართველი ოფიცრების, შესაძლო მივლინებასაც.

ხიდაშელმა, დიპლომატებს, მადლობა გადაუხადა, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში, საფრანგეთის მიერ გაწეული, მნიშვნელოვანი დახმარებისათვის.