ივ როსი - ადამიანი რაკეტა (გასაოცარი კადრები)

  09:04:45     16-05-2015

ივ როსი, 1959 წლის, 29 აგვისტოს, შვეიცარიაში დაიბადა. ის, სკოლაში, არაფრით გამოირჩეოდა თავისი თანატოლებისგან, ერთი რამის გარდა - ბიჭს, ადრეული ასაკიდან, ფრენის სიყვარული და სურვილი აწუხებდა. ის, ოცნებობდა, რომ ხანმოკლე დროის განმავლობაში მაინც, გამოეცადა, ის გრძნობა, რასაც ფრინველები განიცდიან.

სწორედ ამიტომ, მაღალი ხეებიდან და ღობეებიდან, თავბრუდამხვევად ხტებოდა, რაც ზოგჯერ, წარმატებით არ სრულდებოდა და ფეხის მოტეხვაც მოჰყოლია შედეგად, თუმცა, ვერავინ შეძლო, რომ ივის სწრაფვა ცისკენ, შეეჩერებინა.

დღეს კი, ივ როსი, ცნობილია, როგორც - ადამიანი-რაკეტა(Jetman). 2008 წელს, მან, ლა-მანში გადალახა, მყარი ფრთის მეშვეობით, რომელსაც ორი ძრავი აქვს. ხოლო 2010 წელს, თავისი მონოფრთის მოდიფიკაციის მეშვეობით, ორი, საკმაოდ რთული ილეთი, შეასრულა. როსი, ყოფილი პილოტია, ამჟამად კი, გამომგონებელი და ენთუზიასტი, რომელიც ფრთის ახალი, მეტად აეროდინამიული მოდელის გამოცდებითაა დაკავებული. ის, მართვადი საჰაერო ბუშტიდან, 2 400 მ. სიმაღლიდან გადმოხტა და 18 წუთის განმავლობაში, პილოტაჟის საოცარ ჩვენებებს აწყობდა, რის შემდეგაც, მიწაზე, პარაშუტით დაეშვა.

55 წლის ავიატორი, აცხადებს, რომ ახალ მოდელს, ორმეტრიანი მოქნევა აქვს და არ გააჩნია ზედმეტი შემადგენელი ნაწილები, რაც მეტად აეროდინამიულ და გამძლე მოწყობილობად აქცევს. გამომგონებლის გარდა, ფრთის შექმნაში, მონაწილეობას იღებდნენ, შვეიცარიული კომპანიის, "RUAG"-ის სპეციალისტებიც. როსის, ბოლო ცნობილი ფრენა, იაპონიაში შედგა, სადაც ფუძის მთას, 9-ჯერ დაარტყა წრე. ამის შემდეგ, ის, ჩრდილშია, თუმცა ძველებურად ახორციელებს ფრენებს და ახალი თაობის ფრთის შექმნაზე მუშაობს.

"მე შევწყვეტ ოცნებას მაშინ, როდესაც ჰაერში, თავს, ჩიტივით ვიგრძნობ, უფრო სწორად, ფრენისთვის, არც თვითმფრინავი და არც პარაშუტი არ დამჭირდება. ეს, ალბათ, თამამი იდეაა, მაგრამ 20 წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რეაქტიული ძრავით ფრენა, შესაძლებელი იყო. ოდესღაც, ადამიანებმა, "არანორმალური" იდეებით, ჩვენთვის, შექმნეს მანქანა, კომპიუტერი, თვითმფრინავი... დიახ! ჩემი იდეა რთულია, განსახორციელებლად, მაგრამ ვთვლი, რომ აუცილებელია ეცადო, შეისწავლო, გამოიკვლიო, შენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს სხვაც აზიარო, უფრო მაღლა და სწრაფად იფრინო!" - ამბობს ავიატორი, ერთ-ერთ ინტერვიუში. წარმოგიდგენთ მის ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერს: