
ჯანდაცვის განვითარებისა და გაფართოების მიზნით კომპანია ავერსისთვის გამოიყოფა 10.9 $ მილიონი დოლარის ოდენობის სესხი
18:27:05     15-05-2015
დღეს, 15 მაისსხელი მოეწერა შეთანხმებას შპს ,,ავერსი–ფარმას“ და EBRD-თან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან). ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აძლევს შპს „ავერსი–ფარმას“, წამყვან კომპანიას საქართველოს ჯანდაცვის ბაზარზე, 10.9 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს ადგილობრივი საავადმყოფოების მოდერნიზაციისა და ფარმაცევტული საშუალებების განვითარების მიზნით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა თქვა: „ ძალიან გვეამაყება,რომ ვთანამშრომლობთ „ავერსთან“, როგორც საქართველოს ჯანდაცვის ინდუსტრიის პიონერკომპანიასთან. „ავერსი“ ძლიერი და კონკურენტული კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო და მაღალხარისხოვან სამედიცინო მომსახურებას. კომპანიის ხედვამ, ამბიციებმა და წინსვლამუდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.“
ავერსის დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის აზრით: ,,თავად კომპანიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს EBRD-თან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან) თანამშრომლობას.EBRD-თან თანამშრომლობით და ხელშეწყობით კომპანია ავერსი კიდევ უფრო განავითარებს ჯანდაცვის სფეროს და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ჩვენი პარტნიორი კომპანია გახდა“.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. თავისი საქმიანობის დაწყებიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ჩადო დაახლოებით 2,2 მილიარდი ევრო 170–ზე მეტ პროექტში. ბანკის საქმიანობა ფოკუსირებულია კერძო სექტორში ინვესტირებაზე: ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, ტელეკომუნიკაციები და ასევე ფინანასურსექტორში ინვერსტირება საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით.